იოსებ ლონგიშვილი – შატილის ასულოს ტექსტის ავტორი! 7 მაისი მისი დაბადების დღეა.

აი, როგორ იხსენებს იოსებ ლონგიშვილს შვილიშვილი, თამარ ჯამარიშვილი:

– პატარა ვიყავი როცა მითხრეს რომ ბაბო გარდაიცვალა , ისე შემომეყარა გულზე , მაშინვე გავიფიქრე დედა სადაა ნეტა ვინ ეტყვისო , მახსოვს ვინც მითხრა და ის სიტყვებიც მახსოვს რაც ვუთხარი..იმ წამს ბავშვებთან თამაში შევწვიტე და სახლში გავიქეცი ..მერე ბევრი რამე არ მახსოვს ..მახსოვს სამძიმრებზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა , მე ვერ შევედი ბაბოს სანახავად ვერ გავბედე მენახა ის მის უჩვეულო ამპლუაში ,ცივი ,გაყინული და მდუმარე …უამრავი ყვავილი მოიტანეს ,კი გავიფიქრე ბაბოს მოწყვეტილი ყვავილები არ უყვარს მეთქი მაგრამ …დაკრძალვამ უამრავი ხალხის მოსვლით ჩაიარა მახსოვს იმ ღამეს არავის დაუძინია , მერე ბევრი რამე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და სულ ერთი პაწაწინა წამი არ გასულა მის გარეშე ,დღესაც ვგრძნობ მის თბილ მკლავებს,როგორ მეხვევა და მამხნევებს და იცის რომ ჩვენ ყველა მისით ვამაყობთ .
ამ გრძნობას ვერც სიტყვებით გადმოვცემ და ვერც წერით ,ყელში ბუშტი მეჩხირება როცა ვიხსენებ ბევრ ისეთ დღეებს რომელიც არ უნდა გამოევლოს მას და დღეს ყველა ისეთივე დამნაშავეა მის გარდაცვალებაში როგორც ის ადამიანები ვინც მის სისხლით თუ ოფლით დაწერილ სტრიქონებს ავტორს არ უთითებს …. მიყვარს შენი არსება ,ვამაყობ იმ ოჯახით ვინც ასეთად მაქცია .
გილოცავ ცოცხალს ,მხნეს, “შავი კლდის შავ ნატეხს” ვინ თქვა შენზე წავიდაო არა ,ბინა გამოიცვალე და ოდესმე როცა შევხვდები მე მოგიყვები თუ როგორ ვებრძოდით იარებს .

იოსებ ლონგიშვილმა ყველასთვის ცნობილი სიმღერა შატილის ასულო, მეუღლეს მიუძღვნა.

75 წლის ასული ფატიმა, რომელიც იხსენებს, თუ როგორ მიუძღვნა მას მისმა მეუღლემ ლექსი “შატილის ასულო”.
-ეს ლექსი ხალხური არ არის! იოსებ ლონგიშვილი, ჩემი თუში ქმარი, ასევე ძალიან ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორია – “რა ლამაზია თუშეთი”-ამბობს ლონგიშვილის მეუღლე.
“შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებითა თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა..”

1981 წელი. იოსებ ლონგიშვილი ექსპრომტად ამბობს ლექსს თუშეთის გზის გახსნაზე.

Leave a Reply