პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს ვეტოს არ ადებს – აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე ეხმიანება:

-დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია და სინამდვილეში წარმოადგენს ქართული ოცნების ნოტარიუსს, არ გამოიყენა ვეტოს უფლება და შესაბამისად მხარი დაუჭირა იმ სადამსჯელო მუხლებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს საზოგადოებრივი პროტესტის დროს, სამოქალაქო ატივისტების წინააღმდეგ…-აცხადებს ტომარაძე.

Leave a Reply