ზაზა რევიშვილი

გადაცემა “თემა”

-“ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, მომავალ არჩევნებზეც ასე დაქსაქსული გავა და არც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ეს თამაში ფაქტიურად წაგებულია, ახლა დროა მოემზადნონ მომავალი არჩევნებისთვის.

ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს და იფიქროს! გაწეროს გეგმა და აღარ უნდა იყოს-გაყალბდა არჩევნები! მე პირადად ელექტრონული არჩევნების მომხრე ვარ. გინდა ცივილიზაციის ნაწილი გახდე? უნდა გადადგა ეს ნაბიჯი და სიახლე დანერგო.

სირცხვილია ის, რაც ახლა ხდება! ჩემდა სამწუხაროდ, მაპატიოს ყველა ოპოზიციონერმა ჩემის ჩათვლით, მაგრამ დღეს წაგებული გაქვს თამაში. წაგებული თამაში უნდა აღიარო! წაგებული ომის მერე ხელებს აღარ იქნევენ-ეს დაუწერელი კანონია! ახლა უკვე დროა ლოგიკით ბრძოლის.

ემზადე შემდეგი ბრძოლისთვის, რომელიც აპრიორი უნდა მოიგო, თუ იმასაც წააგებ, დამთავრდა!

Leave a Reply