ვასო წერეთელი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან ერთად, არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფთან გამართა მორიგი შეხვედრა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მომდევნო  წლის ივნისში საქართველოს ეწვევა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოს დროს დაშვებულ ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის.

შეხვედრაზე ასევე გადაწყვიტეს, შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას უზრუნველყოფს.

ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენიდან ითარგმნოს  ქართულად  და უცხოური გამოცემები  რომლებიც მოძველებულია ან  იშვიათობას წარმოადგენს.

Leave a Reply