საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში” ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი გმირ ვეტერანებს მიულოცა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა.

“დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა.

მე მინდა, მათ წინაშე, კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა დავადასტურო და ქედი მოვიხარო ასევე მათ მიმართ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ზოგადად, ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, ყველას ვალია, კიდევ ერთხელ, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, მოვიხსენიოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირეს ამ დიდ ომში,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის განკარგულება ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით

Leave a Reply