“ლელომ”, სამადაშვილმა, ახვლედიანმა და შავგულიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

 

პარტია “ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა.

’’ლელოს’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ერქმევა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ახალი ეტაპი იწყება. მისი თქმით ადგილობრივ არჩევნებში ’’ქართული ოცნების’’ დასამრცხებლად ერთად უნდა მოვემზადოთ. სამადაშვილის თქმით, ფრაქციის ყოველდღიური დღის წესრიგი იქნება, რომ მმართველ გუნდს არ მისცენ საშუალება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული, რომელიმე პუნქტი არ შეასრულოს.

 

Leave a Reply