როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა,  „ქართული ოცნება“ იქნება გარანტი  იმისა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ყველა პროცესი იყოს სამართლიანი.

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან ვაგრძელებთ შეხვედრებს. ერთ-ერთი საკითხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. “ქართული ოცნება” ყველა შემთხვევაში შეიმუშავებს ისეთ ვერსიას და ოპოზიციურ ჯგუფებს შესთავაზებს, რომელიც სამართლიანია. ჩვენი საზოგადოების მოლოდინია, რომ ეს პროცესები დასრულდეს და პარტიები უნდა გადავიდნენ წინასაარჩევნო სამზადისში. “ქართული ოცნება” იქნება გარანტი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა წესი, ყველა მიდგომა იყოს სამართლიანი, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ დამატებითი კომფორტული სერვისები არჩევნების პროცესში. ჩვენ მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში ერთ შემუშავებულ კანონპროექტს გავაგზავნით. პარალელურად ვგეგმავთ სავალდებულო კომიტეტებზე დაიწყოს კანონპროექტის განხილვა და შემდგომ ვენეციის კომისიას დაველოდებით და არ გავიტანთ ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით, ვიდრე არ გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო პოზიცია”, – განაცხადა მან.

Leave a Reply