„რესპუბლიკური პარტიის“ თავჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განცხადება გააკეთა საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ.  მან განაცხადა,  რომ იგი ელოდება თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

“მე დღეს ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი. “რესპუბლიკური პარტიას” აქვს ორი მანდატი, შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ფრაქციას ვერ შევქმნით. ველოდები თამარ კორძაიას გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს მეორე მანდატი “რესპუბლიკური პარტიიდან”, შემოუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას და ამ საკითხს უკვე კონსულტაციებით გადავწყვეტთ. თუ შეიქმნება კონკრეტული მიზნისთვის მრავალპარტიული ფრაქცია, ეს იქნება კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. პარტიულ ფრაქციაში შესვლას არ განვიხილავთ”,- თქვა მან

Leave a Reply