ამ დრომდე გრძელდება  კონსულტაციები ენმ-ს პარლამენტში შესვლის საკითხზე. პოზიციები ორ ნაწილად არის გაყოფილი, ნაწილი ემხრობა ენმ-ს პარლამენტში შესვლას, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია. მოწინააღმდეგეთა შორის არის გიორგი ბარამიძეც.

“ყველა პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და მისი სიტყვისადმი ხალხის ნდობა… თუ ჩვენ 2020 არჩევნების შემდეგ ვთქვით, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და ე.წ.  პარლამენტი არის არალეგიტიმური, არალეგიტიმური იყო ის 6 თვის წინ, 2 თვის წინ და არალეგიტიმური არის ახლაც”,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Leave a Reply