„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ  განცხადება გააკეთა ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილების მიღების დროა.

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენ ვამბობდით და პოზიცია იყო ასეთი, რომ შეთანხმებასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც დაეხმარება პარტიას, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე. რათა ძალიან მძლავრად წარდგეს და ის მექანიზმი, რომელიც არის 43%-იანი ჩამკეტი. რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს არის ახლა მოცემულობა, გამოვიყენოთა და რეალურად ვადამდელ არჩევნებამდე ძალიან სწრაფად მივიდეთ”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები.

Leave a Reply