ჩემი ინფორმაციით, ქალაქ დმანისში მოხდა შემდეგი რამ:
ერთ-ერთ ეთნიკურ აზერბაიჯანელის მფლობელობაში მყოფ მაღაზიიდან დმანისში მცხოვრებ სვან ეკომიგრანტს სისტემატიურად მიჰქონდა სურსათი ნისიად, თუმცა თანხა არ გადაუხდია. მაღაზიის მეპატრონემ ფულის უკან ამოღების (ე.წ. “ვაზვრატის”) მიზნით საქმეშ ჩარია ახლობელი ბიჭები, რომელთა ნაწილიც, წარმოშობით დმანისელის, აწ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის, იგივე გულის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. შეხლა-შემოხლა გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში.
ამ წუთებში, აქტიურად ხორციელდება ზარები თურქეთში მყოფ როგორც ეთნიკურად ქართველ, ისე აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდებსა და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან, რათა მოხდეს ამ საქმის დალაგება და მხარეების შერიგება.
ახლა კი მოკლედ კონტექსტის შესახებ. კანონიერი ქურდი გული, როცა 2017 წელს გამოვიდა აზერბაიჯანის გობუსტანის საპატიმროდან, თურქეთში წასვლამდე მან შეიარა საქართველოში, სადაც მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივად სქემები დაალაგა. სქემა ასე გამოიყურება: გული და მისი კლანი უზრუნველყოფს არჩევნებზე აზერბაიჯანულ დასახლებებში ქურდული სამყაროს ჩართულობას (ხმების მოგროვება, მოქალაქეების დაშინება, უბნებზე კუნთმაგარი ძველი ბიჭების მოყვანა…), ხოლო ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება ხელს არ უშლის გულის აზერბაიჯანულ დასახლებებში “პალაჟენიის” დამყარებას.
ამ “პალაჟენიის დამყარების” შედეგად, გულის კლანის წევრები უამრავ მცირე და საშუალო ეთნიკურ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს სძალავენ ქურდული “ობშიაკის” ფულს. ასევე, ამ ნაბიჯის შედეგად მარნეულის ახალგაზრდობაში დაახლოებით იგივენაირად არის პოპულარული ქურდული მენტალიტეტი, როგორც 90-იანი წლების ქუთაისში. ბავშვები მხრებზე იხატავენ ქურდულ ვარსკვლავებს, უსმენენ “ვარავსკოი” სიმღერებს და ბირჟამზე იმას განიხილავენ, როვშან ლენკარანსკი უფრო მაგარი ქურდი იყო თუ გული. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში მოხდა ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდებს (ძირითადად საბერძნეთში მყოფ წარმოშობით რუსთაველ ქურდებს) შორის ერთგვარი “ჯენტლმენური” შეთანხმება: აზერბაიჯანელი კრიმინალები არ ეხებიან ეთნიკურ ქართველ მეწარმეს, ხოლო ქართველი კრიმინალები არ ეხებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეწარმეს.
ამიტომაც ნუ გაგვიკვირდება, როდესაც მოქალაქე პოლიციის მაგივრად ქურდულ სამყაროს მიმართავს.
წერს სოციალურ ქსელში : ალექსანდრე კვახაძე

Leave a Reply