გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ადამიანების დაკითხვა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დმანისში მომხდარ ინციდენტზე “იმედთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა და თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხს აგებენ. სანამ გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე – მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Leave a Reply