“გამარჯობა. მე გლოვოს კურიერი ვარ. მე ის კურიერი ვარ რომელსაც მყავს ოჯახი. მჭირდება ფული და ვმუშაობ. ბონუსზე იმის გამო რომ ოჯახი მყავს ვერასდროს გავდიოდი მაგრამ ოჯახის რჩენას მაინც ვახერხებდი ამ შემოსავლით. ის ცვლილებები რაც ახლა შემოვიდა ჩემთვის ბევრად უკეთესია. შემეძლეწბა რომ იმ ბონუსზე გასვლის ნაცვლად საათობრივი ბონუსებით ბევრად მეტი გამოვიმუშავო ვიდრე აქამდე გამომდიოდა.

ეს ცვლილებები პირადად მე და ჩემს ძმაკაცებს მოგვეწონა და გავაგრძელეთ მუშაობა. უფრო სწორედ ვცადეთ რომ გაგვეგრძელებინა.

ალბათ გაინტერესებთ ამ ჯგუფში რატომ ვიწერები და გეტყვით რატომაც. მე სასოწარკვეთილი ვარ.

სასოწარკვეთილი იმიტომ რომ მინდა ოჯახი ვარჩინო და ვხედავ ობიექტებზე დამდგარ ძველ ბიჭებს რომლებიც ქუჩურად არჩევენ საქმეს შენ ბიჭო აქ რომ გავიფიცეთ ყ**ები ხომ არ გგონივართ გვერდში უნდა დაგვიდგე ვინც არ დაგვიდგეს იმის დედას შევე*ი. აი ამ ტონით მიმართავენ ბიჭებსაც და გოგონებსაც.

ვარკეთილში დავინახე ერთი კასკიანი ბიჭი როგორ გაიგდეს სამმა გლოვერმა და ვეცადე დავხმარებოდი. მაგრამ არ დამთანხმდა და გაიქცა.

შუაღამეს კოსტავაზე მომცა შეკვეთა და ატირებული გლოვერი გოგო შემხვდა აზრი არ აქვს არაფერსო. გამორთო საათები და სახლში წავიდა. ისიც გალანძღეს.

ყველაფერს აქვს ორი მხარე და ორივე მხარე უნდა ჩანდეს საზოგადოებისთვის. მე უმადური ვარ გლოვოსიც რადგან ჩვენს მხარეს არსად აფიქსირებენ და არ წერენ პოსტს რომ ჩვენიც გაიგოს საზოგადოებამ და იმ კურიერებმა რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებენ.

მხოლოდ პოსტებით გავიგე რომ ზოგი ასეთი დაიბლოკა მაგრამ დაბლოკვის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ჩვენთვის ხელის შეშლას. მე უკმაყოფილო ვარ პოლიციისაც რომელიც არაფერს აკეთებს და მიდიან და მოდიან მერე ისევ რა ვქნა ძმაო ამბობენ უბრალოდ შეკვეთას ველოდებითო.

მე სასოწარკვეთილი გლოვერი ვარ. შეიძლება არც დაადასტურონ, ვინ იცის. აქ წერის და მაგის გადამოწმების დრო არც მაქვს ამ პოსტის შემდეგ გავდივარ უკვე 7-დან სამუშაოდ და იმედია ცოცხალი გადავრჩები” – წერს კურიერი.

Leave a Reply