საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეულ კონსენსუსს მიესალმება. სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!
მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.
საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის!

Leave a Reply