ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საპარტიარქო გამოეხმაურა.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან აზიანებს გარემოს ეკლესიისადმი ცილისმწამებლური თუ რაღაც მტრული დამოკიდებულება და ამცირებს ეფექტურობას, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდებოდა მომავალში. აზერბაიჯანულ მოსახლეობას, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიცნობთ, როგორც საქართველოს მოყვარულებს, მეგობრულ, მშრომელ პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი ანალოგიურია. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველი დაყოფა რაიმე ეთნიკური ნიშნით, ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მცდელობა ვნახეთ. ყოფითი მოვლენის გადატანის მცდელობა იყო რაღაც ფართო დაპირისპირებაში” – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს ინფორმაციით შეხვედრა 18 მაისს შედგა, გავრცელებულ ინფორმაციაში ასლან ბჟანია “აფხაზეთის პრეზიდენტადაა” მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მას თან ახლდა მაღალი დონის დელეგაცია აფხაზური და სირიული მხარის წარმომადგენლებით.

სირიის დედაქალაქ დამასკოში ოკუპრიებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.

Leave a Reply