გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს ლიცეუმში 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის  მიღების შესახებ;
  2. მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
  3. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
  4. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
  5. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
  6. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
  7. მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
  8. მოსწავლის ავტობიოგრაფია;
  9. ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები- აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი.

რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

Leave a Reply