პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ახალი წევრი ჰყავს. „გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი უკვე ოფიციალურად, აღნიშნული კომიტეტის წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე 19 მაისს განთავსდა.

დღეს არსებული მონაცემებით, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი მმართველი პარტიის რვა და სამი ოპოზიციონერი დეპუტატისგან შედგება.

Leave a Reply