ირაკლი ღარიბაშვილი  სწავლის დასრულებას ულოცავს 12-ე კლასელებს.

დღეს 20 მაისს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება.

სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს

იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალგაზრდებს მშიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და  განვითარებისთის გარანტირებული ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა.

ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ მთელ ენერგიას მომავალშიც სწავლასა და განვითარებას მოახმართ და საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით სხვადასხვა სფეროდან ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისა და განვითარებისთვის გარანტირებული გქონდეთ ყველა შესაძლებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალში დიდ გამარჯვებებს, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

Leave a Reply