„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ  თამარ ჟვანიას წინააღმდეგ დაუსაბუთებული შეტევა განხორციელდა.

“ხელშეკრულების და შეთანხმების არც ერთ მუხლში საუბარი არ იყო, რომ ის ადამიანები, რომელიც უკვე პროფესიული ნიშნით არიან და მუშაობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებად, მათი როტაცია ან შეცვლა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილ ვადაზე ადრე. ამას დაეთანხმა ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა. ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, კომისიის თავმჯომარე, გადაწყვეტს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება პიროვნულად თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვფიქრობ, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი”. – განაცხადა მან.

 

Leave a Reply