ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთში, სხინოში (კორინთია) ძლიერი ხანძარი მძვინვარებს.

მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია სპარტის, მაზისა და ეგირუსეს ტერიტორიიდან. რამდენიმე სახლი დაზიანებულია, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ზარალის შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს.

ხანძარი გაჩნდა ფიჭვნარში, თუმცა, მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცეცხლს ებრძვის 17 სახანძრო თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი, გარდა ადგილზე მობილიზებული მეხანძრეებისა.

Leave a Reply