პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მისივე თქმით, არჩევნებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პლებისციტის ჩატარება, რომელიც გასცემს ერთ კითხვაზე პასუხს-უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

-ჩვენი საზოგადოების მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საპარლამენტო არჩევნებმა ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება და იქნა უდიდესი დარღვევებით ჩატარებული, ხალხმა თავისი ნება ოქტომბერში არჩევნებთან ერთად პლებისციტით უნდა დააფიქსიროს.

არჩევნების ჩატარება ქვეყანამ უნდა შეძლოს შეცვლილი საარჩევნო გარემოთი და საარჩევნო კოდექსით. საარჩევნო კომისიებში ოპოზიციას უნდა ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი, არ უნდა იქნას ადმინისტრაციული რესურსები გამოყენებული, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი დარღვევების ხარისხი და რაოდენობა და რაც ყველაზე მთავარია-კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს ის საკითხი, რომ მესამე სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მეტი, ვგულისხმობ დამკვირვებლებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ჰგონდეს პოლიტიკური ნება ქვეყანაში ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები.

პარტია „მომავალი საქართველო „ იწყებს არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, აი რა ფორმით, ამაზე მალე ჩამოვყალიბდებით, დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და ვნახოთ, რა შედეგამდე მივალთ. პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება საზოგადოების დაკვეთაა. ფაქტი ერთია, დღეს ქვეყანაში ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები უნდა  განახორციელოს ქართველმა ხალხმა“.

რა შანსები აქვს პოლიტიკაში შემოსულ ახალ ძალებს? გიორგი ლაღიძის თქმით, ლევან ვასაძე „ხელისუფლების მიერ არის შემოგორებული“, ხოლო გიორგი გახარია გარკვეულ პროცენტებს აიღებს და ამისი ეშინია ხელისუფლებას.

-ლევან ვასაძე ხელისუფლების მიერ არის გამოგორებული, ის ვერ გახდება ვერც მეორეხარისხოვანი მოთამაშე, რაც შეეხება გახარიას, მას ჯერ არც პარტია შეუქმნია და არც განცხადება გაუკეთებია, თუმცა მისი გუნდის წევრები უკვე იკვეთება. მე არ ვიცი რა ბეგრაუნდით შეიძლება ის გახდეს ლიდერი, თუმცა გარკვეულ პროცენტებს აიღებს და ამისი ეშინია ხელისუფლებას“.

 

Leave a Reply