„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აცხადებს, რომ  ოპოზიცია არ არის ერთიანი და ხელისუფლებაც ამით ძალიან სარგებლობს. მისივე თქმით, თუ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდა, მმართველ გუნდს გაუჭირდება 43%-ს გადალახვა.

-ვერაფერს ვერ შეძლებს ეს ოპოზიცია, რადგან ის არასდროს ყოფილა ერთიანი. ვერც ვერასოდეს გაერთიანდება. ჩვენ სულ გვეუბნებიან-გაერთიანდით, მაგრამ ვისთან გავერთიანდეთ? ამ ადამიანებთან, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სიძულვილით არიან განწყობილნი? თუ არჩევნები იმავე მეთოდებით ჩატარდა, რა მეთოდებიც წინა არჩევნებზე იყო გამოყენებული, ხელისუფლება რა თქმა უნდა 43%-საც და მეტსაც აიღებს, მაგრამ თუ გაუყალბებლად ჩატარდა, მაშინ მეეჭვება, რომ ხელისუფლებამ 43% აიღოს, რადგან დაპირბებეის 80%-იც კი არ შეუსრულებია, მაგრამ თუ მაშველ რგოლად მოევლინება ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი, თუ ის ისევ გამოვიდა და განაცხადა, რომ მოვდივარო, თუ თქვა, რომ ვიწყებ შურისძიებას, წესრიგის დამყარებას, რაც ვიცით რაც არის-მისი წესრიგია ციხე, დევნა, ბიზნესის რეკეტი, რა თქმა უნდა ხალხი ისევ „ოცნებას“ მისცემს ხმას.

 

Leave a Reply