ელენე ამაშუკელი

სოფიკო ჭიაურელი  დაიბადა 1937 წლის 21 მაისს, თბილისში, “ფიქრის გორაზე”, ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და ცნობილი რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ოჯახში.

სოფიკოს  ოჯახი საზოგადოებისგან დიდ სიყვარულს იღებდა. მამა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და სტალინის საყვარელი რეჟისორ გახლდათ. დედა კი ინგლისის ხელოვნების აკადემიამ XX საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელა.

სოფიკო ჭიაურელს  შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. მისთვის არ არსებობდა მცირე და დიდი როლები. იგი ერთნაირი ინტერესითა და მონდომებით თამაშობდა როგორც მთავარ, ისე ეპიზოდურ როლებს. პირველი კინოროლი 1956 წელს რეზო ჩხეიძის ფილმში “ჩვენ ეზოში” ითამაშა. ამ პერიოდშ სოფიკო ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ფილმა მიიღო ოქროს მედალი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივაზე. ამ ყველადფერს მოჰყვა სოფიკოს წინსვლა. იგი   საბჭოთა ერთადერთი მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. 1964 წელს მან მიიღო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის ჯილდო. ვერიკო საკმაოდ ბევრი წოდებით დაჯილდოვდა. რის შედეგადაც მსახიობმა საყოველთაო აღიარება და საერთო სახალხო სიყვარული მოიპოვა.

აღსანიშნავია ფილმები, რომლებშიც ვერიკომ მიიღო მონაწილეობა – მრეცხავი ვარდო გ. შენგელაიას ფილმიდან “ვერის უბნის მელოდიები”, ფუფალა _ თ. აბულაძის “ნატვრის ხე”, ტასია _ მ. ჭიაურელის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, მზექალა _ შ. მანაგაძის “ხევსურული ბალადა”, ალისა პოსტიკი _ ა. სურიკოვას “ეძიეთ ქალი”, ვარდო _ ს. ფარაჯანოვის “სურამის ციხე” და სხვ. სომხურ კინოხელოვნებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის ქართველ მსახიობს 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

სოფიკო ჭიაურელის სამსახიობო კარიერა, მხოლოდ კინოროლებით არ შემოიფარგლებოდა, იგი 1967-68 წლებშ თბილისის შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი გახლდათ. ასევე წლების მანძილზე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახ. თეატრში.

სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა 2009 წლის 2 მარტს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

Leave a Reply