ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შიმშილს მე-2 დღეა აგრძელებენ. სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს კრიმინალური წარსულის მქონე პრი არ უნდა მართავდეს.

დავით გურგენიძეს მომხრეებიც ჰყავს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კახა ძაგანია ამბობს, რომ ის რექტორს პირადად არ იცნობს, თუმცა მხარს უჭერს, თუმცა ნებისმიერს აქვს აზრისა და პროტესტის გამოხატვის უფლება, მათ შორის აქცია მიტინგების ფორმით.

ჩვენ  კახა ძაგანიას რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით:

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შიმშილს მე-2 დღეა აგრძელებენ.მათი მოთხოვნაა გადადგეს რექტორი. თქვენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, როგორ შეაფასებდით მოვლენებს და კონკრეტულ შემთხვევაში როგორია თქვენი პოზიცია?

– მე არც მოშიმშილეებს ვიცნობ და არც დავით გურგენიძეს, ფაქტია რომ კანონის ყველა მოთხოვნა დაცულია როგორც რექტორის არჩევისას, ასევე ვიტყვი რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერს აქვს აზრისა და პროტესტის გამოხატვის უფლება, მათ შორის აქცია მიტინგების ფორმით.

-აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავით გურგენიძემ აქცია პატარა საბჭოთა კავშირად, რომელიც ჩართულია ქართული ოცნების დავალებების შესრულებაში. ეს უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე!

– ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური საქმიანობის, რაც საშუალებას მაძლევს ზოგადად გავაკეთო დასკვნა ესა თუ ის აქცია რას ემსახურება და რეალურად ვინ დგას ამის უკან. ამ დრომდე პრაქტიკულად არ შევმცდარვარ. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადება, რომ უნივერსიტეტის რექტორი თითქოსდა “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ძალიან არ მომეწონა და მაფიქრებინებს, რომ ამ პროტესტის მონაწილეები გამოყენებულნი არიან პოლიტიკური ძალების მიერ, მათ იყენებენ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

-და რატომ ფიქრობთ ასე?

-მაშინ თქვან თუ რამე იციან ამის შესახებ, თქვან, რომ რექტორი არჩევნებს აყალბებდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ან სტუდენტებს ამას ავალებდა, ან მათ პარტიულ აქციებში ჩართვისკენ უბიძგებდა, ან პროფესორ-მასწავლებლებს მოუწოდებდა “ოცნების” მხარდაჭერას, მე როგორც ვიცი მსგავსი რამ არ ყოფილა, ასეთი რამეები სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებასთან ერთად დასრულდა. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება რომ წინა ხელისუფლების დროს რა უძრავი ქონებაც იქნა დაკარგული გურგენიძე უნივერსიტეტისთვის მის დაბრუნებას ცდილობს. ასევე ჰესის მშენებლობაში მონაწილეობის საკითხი უარგუმენტოდ, დააბრალეს უნივერსიტეტს.

-და მაინც, თქვენეული კონკრეტული დასკვნა?

-ამ ყველაფრით შეიძლება იმის დასკვნა, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფებს გურგენიძე ხელს უშლის და ესენი მის მოცილებას ცდილობენ. ხოლო პროტესტის მომაწილეებმა შეიძლება არც იცოდნენ ვის თამაშს თამაშობენ.

Leave a Reply