რიონის ხეობის დამცველებმა ღამე კარვებში გაატარეს. გოლეთიანის მიერ ხელისუფლებისადმი მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ნახევარი საათიღა რჩება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმას ოდნავ მოგვიანებით გააცნობენ საზოგადოებას, მათი განცხადებით აქციები გაგრძელდება და შესაძლოა გაიმართოს მსვლელობაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარლამ გოლეთიანმა მთავრობას დრო 24 მაისის 12 საათამდე მისცა. თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნები ისინი დედაქალაქის პიკეტირებას მოახდენენ.

Leave a Reply