საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რუმინელ კოლეგას, თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, რუმინეთის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა და სიმონა კოჟოკარუმ თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა მიმოიხილეს.

რუმინეთის მხარემ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე, მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრაზე ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე, შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა და სიმონა კოჟოკარუმ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

რუმინეთის დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ეწვია. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორთან გამართავენ შეხვედრებს.

Leave a Reply