,,ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის რეგიონული ოფისის ორგანიზებით 26 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ახალგაზრდული ფრთის მიერ იყო ორგანიზებული.

,,ლელოს” წევრებმა ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლები. ღონისძიების მთავარი აქცენტი ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერებაზე გაკეთდა. სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ანაკლიის პროექტის შეჩერება გააპროტესტეს შემდეგი ლოზუნგებით:

,,დაძარი ანაკლია!” ,,,ააშენე ანაკლია!”, ,,ანაკლია ხიდი აფხაზეთთან!”

.საპროტესტო აქციას შეუერთნენ ახალაგზარდები საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან. ლელოს ლიდერების ალექსანდრე ახვლედიანისა და თამარ ბელქანიას განცხადებით აქციას ექნება პერმანენტული სახე და ხალხის ხმა ამუშავდეს ანაკლიის პორტი არ დადუმდება მანამ ანაკლიის პორტი არ ამუშავდება.

ღონისძიების დასკვნით ნაწილი სასტუმრო ,,ანაკლიაში” გაიმარათა კონფერენცია -დისკუსია თემაზე ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული სახელმწიფო XXI საუკუნეში”.ასევე ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას განახლებული რეგიონული ორგანიზაცია და ,,ლელოს”ახალი წევრები წარუდგინეს.

Leave a Reply