ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ ტჰან ლონგმა მედიასთან განაცხადა, რომ მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, რომელსაც გავრცელების მაღალი სიჩქარე ახასიათებს.

მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი შტამი ბრიტანული და ინდური შტამების ნიშნებს შეიცავს. მას მაღალი გადამდებობა და მოკლე ინფექციური ციკლი აქვს.

Leave a Reply