ენმ-ს ოფისში სხდომა დასრულდა. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევა და გააგრძელებს ბრძოლას.

-უნდა გამოვტაცოთ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს! გვჭირდება განვითარება და უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამძლეობა, თანადგომა, ერთიანობა და სიბრძნე, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ!

ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ გადადის დამაგვირგვინებელ ფაზაში. ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება-ბრძოლას გავმართავთ ყველა წერტილში-პარლამენტში, ქუჩაში, რაიონში, სოფელში…ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და გაიმარჯვოს ხალხმა-განაცხადა მელიამ.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

Leave a Reply