ამერიკის საელჩოსთან უკვე მეორე დღეა სხედან მოშიმშილეები, სოფელ შუქურთის მკვიდრნი. ჭიათურიდან ჩამოსული მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და დიპლომატიური უწყებისგან დახმარებას ელოდება. ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს.

შუქრუთელების თქმით მათ ხელისუფლება არ უსმენს და სწორედ ამიტომ მოვიდნენ ამერიკის საელჩოსთან, რომ სწორედ საელჩოს სთხოვონ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა.

 

 

Leave a Reply