ოთარ აბესაძე

არ დაიჯეროთ ‼️ ციფრებით ჟონგლიორობენ‼️
❌ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.6% იანი მშპ – ს ზრდა.
❌ ასევე 2021 წლის იანვარი – აპრილი 8.1% ეკონომიკის ზრდა.
🔴 ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️
რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 % ‼️
✅ საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:
1️⃣ მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით.
2️⃣ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი.
3️⃣ მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30% – ით.
4️⃣ ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა.
5️⃣ სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.
📛 P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% – იანი ეკონომიკური ზრდა.
მონაცემები ცალსახად სწორია, მაგრამ არასწორ კონტექსტში ატრიალებენ. მშპ ს 44.6 % იანი ზრდა არის აბსურდი 2019 წელთან შედარებით და საბაზისო წლად 2020 ის არჩევა არაადეკვატურია იმიტომ რომ ეს წელი არცუნდა იანგარიშებოდეს არანაირ ეკონომიკურ პარამეტრში.
შეგახსენებთ:
ეკონომიკური ზრდა საქართველოში
(წინასწარი შეფასება) 📊📈📉
✅2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ გაიზარდა 44.8%-ით
✅2021 წლის იანვარ-აპრილი 8.1%
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 🔗👇
https://www.geostat.ge/…/ekonomikuri-zrdis-tsinastsari…

Leave a Reply