დავით ქაცარავა
ვისაც გაინტერესებთ ხურვალეთის თემის გაგრძელება – 2 დღის წინ ჩვენს მიერ დაფიქსირებული რუსორკების რადიოლოკაციური წვრთნების შესახებ გაწვდით დამატებით ინფორმაციას.
შავ-ყვითელ ფერებში შეღებილი „საპარკინგე ადგილები“ როგორც წესი ასოცირდებიან ფსბ-ს სადამკვირვებლო პოსტებთან და ზუსტად იმ სიგანის გახლავთ, რათა მოხდეს სადაზვერვო-სადამკვირვებლო მანქანების, „Patriot OKAPI” ს მოდელების „საპარკინგე ადგილებზე“ მიღება.
სავარაუდოდ, ესეთი მანქანების რაოდენობა სამაჩაბლოში არ აღემატება 3ცალს.
რადიოლოკაციური და ელექტრონული ომის წარმოების ფუნქცია სამაჩაბლოსა და აფხაზეთში პირდაპირ ეკისრება ГРУ -ს, (რუსეთის მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი)
რაც შეეხება ავტობანის თავზე დამონტაჟებულ სადაზვერვო აპარატურას, როგორც ვივარაუდეთ, მოცემული რადიოლოკაციური პოსტი აღჭურვილია ახალი რადიოლოკაციური და სადაზვერვო აპარატურით, (მიწაში ჩაფლული მოძრაობის სენსორი „RS-U”, მიკროტალღური სენსორი „RS-L” და ინფრაწითელი სენსორი “RS-IK”)
ტექნიკურ საკითხებზე აღარ შევჩერდები გარდა ერთი დეტალისა – ეს აპარატურა მომართულია პირველ რიგში ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ოპერატიული და სამსახურეობრივი საუბრების მოსასმენად, რადიო სიგნალების ჩასახშობად და ა.შ.
ეს აღწერილობა მოგვაწოდა ექსპერტმა შესაბამის დარგში ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით.
დიდი იმედი მაქვს, ეხლა მაინც გააქტიურებს ხელისუფლება ცხელ ხაზს და დაიბარებს საერთაშორისო მისიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საკითხს დააყენებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მოითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
(ნეტარ არიან მორწმუნენი)
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

Leave a Reply