გიორგი ლაღიძე

პარტია “მომავალი საქართველო”

იურისტი (ადვოკატი)

მინდა გამოვეხმაურო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ატეხილ ხმაურს,ერთის მხრივ ცალსახაა რომ სახალხო დამცველს უნდა მიეცეს დაწესებულებაში შესვლის უფლება,ასევე ყველაფერი ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული და უპირატესი ბავშვთა ინტერესების დაცვაა,ხოლო თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული შესაბამისადაც უნდა დაისაჯოს,თუმცა ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ყველაფერი იმაზე მუქ ფერებში წარმოაჩინონ ვიდრე რეალობაა, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ გააფთრებით ებრძვიან დედა ეკლესიას და მასთან დაკავშირებულ ყველა დაწესებულებას.

დედაეკლესია ყოველთვის იყო არის და მომავალშიც იქნება ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ მოერევა, ასე რომ მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა და ცალკეულმა შემთხვევებმა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩრდილი არ მიაყენოს და ამაში დიდი როლი ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს….

Leave a Reply