უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი

-ნინოწმინდის ამბებმა ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა. უკიდურესი სიღარიბე, ძალადობრივი გარემო, სახელმწიფოს უსუსურობა და არათანმიმდევრულობა სწორედაც რომ არის მიზეზი და სათავე პრობლემის და სწორედ ამის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ძალისხმევა. აუცილებელია ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლის ჩანაცვლება მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლით და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უმოკლეს დროში დასრულება. ყველა ბავშვი უნდა დაუბრუნდეს ბიოლოგიურ ოჯახს ან ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს, მცირე ზომის ბავშვთა სახლებში და რაც ყველაზე გადაუდებელია,
მათზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და მათ შორის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერებაში უნდა დებდეს სერიოზულ რესურსს. სხვანაირად, მსგავსი დიდი ინსტიტუციების ნებისმიერი ფორმით დატოვება ძალადობის რისკს ვერ აღმოფხვრის და სადმე მაინც შეიქმნება კვლავ კრიზისული ვითარება. სხვანაირად, ამ ნაბიჯის გადადგმის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე ნებისმიერი დისკუსია, კანონის მიღება და ბავშვთა უფლებების დაცვაზე საუბარი სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხოლოდ სიყალბე.

Leave a Reply