ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით პარლამენტში შეიქმნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” ფრაქცია. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან ერთად ბლოკში შემავალმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

ამ ეტაპისთვის პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი ოპოზიციური ფრაქცია, მათ შორის “ლელო”, “პარტნიორობა საქართველოსთვის” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

Leave a Reply