პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის “სიმართლე ეთქვა”. დეპუტატი ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან კავშირს უარყოფს.

“ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე, ვინაიდან პრემიერმინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა კიდევ ინტენსტიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან — იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს არის რაღაც გაკრვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესი. ასე, რომ მისი შეფასებები, მისი ხედვა ამასთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი არასდროს გაურბოდა”, — განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსნებეთ, რომ დღეს, 7 ივნისს, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და მისთვის ექს-პრემიერის საქციელი გუნდისა და ქვეყნის მოღალატეობად მიაჩნია და ყოველივე ამას პოლიტიკურ დანაშაულად აფასებს. ამასთან, ივანიშვილი გახარიას ახალ გუნდთან კავშირს უარყოფს და საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ უკადრია.

Leave a Reply