პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა, ის დასავლელ პარტნიორებთან გამართავს სამუშაო შეხვედრებს.

 

პრესსამსახურის ცნობით, გახარიასა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს შეხვედრები ექნებათ, როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.

 

გარდა ამისა, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

Leave a Reply