იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასუტრდებათ 2021 წელს ეროვნულ გამოცდების პროცესს არ გამოეთიშებიან – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა – აღინიშნავს სამინისტრო.

ნუნუ მიცკევიჩის განმარტებით, პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში დაუდასტურდებათ ვირუსი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, შესაბამის საგანში გამოცდას არაუადრეს 2 კვირისა ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, წელსაც მოეწყობა საკარანტინე სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19.

სამინისტრო შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.
  • თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
  • მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
  • კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
  •  პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

Leave a Reply