ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის თითქმის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტებმა პანდემიის გამო ბოლო ორი წლის დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვიეს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თუმცა ორივეს სახეზე ეწერათ, რომ სულაც არ იყო ეს მეგობრული ჟესტი.

შეხვედრის ინიციატივა რომ ვაშინგტონს ეკუთვნის, პუტინმა ამ საკითხის ხაზგასმით დაიწყო საუბარი, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ  უთანხმოების განმუხტვა უფრო ადვილი პირისპირ შეხვედრებითაა შესაძლებელი.

როგორც ამბობენ, ასეთმა მისალმებამ  მოლოდინი გააჩინა, რომ მხარეები ერთგულები რჩებიან სამიტამდე გაცხადებული პოზიციის – დაძაბულობა შემცირდეს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიმლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის და პუტინის თქმით, ეს უკვე მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

აქვე უნდა ითქვას, რომ არაერთი ანალიტიკოსი ჟენევის შეხვედრის გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სპეციალისტთა ეს ნაწილი თვლიდა, რომ ვლადიმირ პუტინს ეძლეოდა ლეგიტიმაცია, რომელსაც ის არ იმსახურებდა. ზოგიერთი სპეციალისტი კი ფიქრობდა, რომ პუტინთან შეხვედრა ჯერ ძალიან ადრე იყო. თუმცა არის დიპლომატთა კატეგორია, მათ შორის შვედეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც შეხვედრის საჭიროებას ხედავს.

Leave a Reply