თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 50კმ/სთ-ით განისაზღვრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს პრესსამსახურში განცხადეს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა უკვე ოფიციალურად მოქმედებს და მძღოლებს შეუძლიათ დასაშვებ სიჩქარეს მაქსიმუმ 15 კმ/სთ-ით გადააჭარბონ.

ამავე ინფორმაციით, დასაშვები სიჩქარის ზღვრის შეცვლა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Leave a Reply