მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს დაწერილი ჯარიმები მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს ჩამოეწერებათ, რაც ჯამში 76 მილიონს აღწევს.

-“ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით 245 000-ზე მეტი ჩვენი მოქაალქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მლნ. ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

Leave a Reply