კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს იგეგმება. პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება, რომელთა მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დგინდება.

იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და შვიდის ნაცვლად ოთხი წევრით განისაზღვრება.

ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხერხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

Leave a Reply