თამარ ბელქანია რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლს ეხმიანება:

-რუსთაველის თეატრის გასტროლებს მოსკოვში.

ზოგადად ხელოვნებას, ოპერაციის დროს ანესტეზიის ეფექტი აქვს. ხელოვნებაში კიჩს არ ვგულისხმობ, არამედ ნამდვილ ღირებულ არტს ვგულისხმობ. მაგრამ ხელოვნება მაინც სარკეა ყოფის, ყოფის რომელსაც პოლიტიკური პროცესები ქმნის.
დღეს ქართული სახელმწიფო ოკუპირებულია, ცხინვალი და აფხაზეთი მიტაცებული. რეალურად, სახელმწიფო საომარი მოქმედებების გამო სრულ სტაგნაციაშია. ამ დროს კი ქვეყნის მთავარი თეატრი, ისიც რუსთაველის სახელობის ( რენესანსის ავტორის ქართულ ლიტერატურასა და ცნობიერებაში) მიდის მოსკოვში რათა მოისმინოს ტაში?! თუ დაპირისპირება შეარბილოს? თუ ოკუპაცია ნაკლებ მტკივნეული გახადოს?
რაში ჭირდება ეს მას. ტერიტორიებს დაიბრუნებს თუ იქიდან იტყვის რომ აფხაზეთი/ ცხინვალი საქართველოა.
პრობლემის რეალური არსი კი ის მგონია, რომ სტურუასათვის ცხინვალი და აფხაზეთი, რადგან რუსეთს აქვს მისაკუთრებული დაკარგული არ ჰქონია დაკარგული დანარჩენი საქართველო გონია რუსეთის გარეშე.
ასე, რომ მცირერიცხოვანი ერი ოკუპაციის წინააღმდეგ, სწორედ რომ ხელოვნებითაც რიგით ჯარისკაცად უნდა იბრძოდეს! ხელოვნების არსიც თვითმყოფადობის დაფიქსირებით თავისუფლებისაკენ სწრაფვაა.

Leave a Reply