არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხდებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები უკიდურესად შეშფოთებულნი გახლავართ დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ფართომასშტაბიან აგრესიაში გადაიზარდა და იქცა მედიაზე ,ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე და აქტივისტებზე ორგანიზებულ თავდასხმად. ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი კადრები: ადამიანების ფიზიკური ,სიტყვიერი შეურაცხყოფის , დისკრიმინაციის და ძალადობის წახალისებისა, რაშიც ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები. ისინი ავრცელებდნენ ძალადობრივ მესიჯებს და თავადაც მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებების განხორციელებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ ვერ უზრუნველყო წესირგი და ყველა ჯგუფის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, არამედ ღიად ლოიალური ჩანდა ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფების მიმართ. მისთვის საუკეთესო გამოსავალი ისევ უმცირესობების ხმის დახშობა აღმოჩნდა. მან მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, უარი ეთქვათ ღირსების მარშზე. პარალელურად, კადრებში ვხედავდით მოძალადეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმეს ფაქტებს , მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში მიზანმიმართულ ხელისშეშლას და დაზიანებულ ჟურნალისტებს. მათი მისამართით შინაგან საქმეთა სამინისტრო სიტყვიერი დარიგებით შემოიფარგლა,რაც აღნიშნულმა ჯგუფებმა არც კი გაითვალისწინეს და განაგრძეს ოფისების რბევა და ადამიანებზე ძალადობა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, საფრთხეს უქმნის საზოგადოების მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას, ძალადობრივ , დესტრუქციულ ჯგუფებში კი ღიად ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ყურადღება გამოიჩინოს მომხდარის მიმართ, ეფექტურად და დროულად გამოიძიოს ადამანის უფლებათა დარღვევის შემაძრწუნებელი ფაქტები.
ამავდროულად, სურვილი გვაქვს ჩვენი მტკიცე სოლიდარობა გამოვხატოთ დაზარალებული ჯგუფების მიმართ და უპირობო თანამდგომა გამოვუცხადოთ.
ფონდი ფემინა
ფემინა
დიღმის ჭალები
ადიქციის კვლევითი ცენტრი
ლალი კეკუა
ლინდა ჩიხლაძე
სალომე ლორთქიფანიძე
ნინო დათაშვილი
ქეთევან დობორჯგინიძე
შოთა ციციშვილი
ნათია ხარაზიშვილი
ნათია სტეფანიშვილი
მაკა ნადირაძე

Leave a Reply