პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია მეზვრიშვილი ბოლო მოვლენებს აფასებს.
„როგორც  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით –  გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ სიტუაციაში. პოლიტიკოსი იქნება თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი – ყველამ უნდა იცოდეს – რიგით პოლიციელებზე თავდასხმები და მათზე მიმართული პრეტენზიები არ არის სწორი და არ არის სამართლიანი. ყველა პრეტენზია რომელიც არსებობს მიმდინარე მოვლენების მართვასთან დაკავშირებით – მიემართება უპირველეს ყოვლისა პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და ყველა ეს პრეტენზია მიემართება ხელისუფლებას.’’- ხაზს უსვამს მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს შ მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხაზს უსვამს, რომ პოლიციისათვის ღირსების შემლახავი იყო მათთვის მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვა როდესაც ქალაქის ქუჩებში ძალადობრივი პროცესები ვითარდებოდა.
,,როგორც  წინა დღეებში ძალადობა ჯერ დაუშვეს – პრევენცია არ მოახდინეს, შემდეგ გუშინ გამოვიდნენ ომახიანად დაგმეს. ზუსტად იგივე მოხდა – პოლიცია დააყენეს 48 საათის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას აყურებინეს, პრაქტიკულად უმოძრაოდ აყურებინეს. პოლიციის ღირსება როგორც ჩანს ამ ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თითოეული წევრისთვის, თითოეული რიგითი პოლიციელის ღირსება არის მნიშვნელოვანი.’’ – ამბობს მეზვრიშვილი

„ჯერ ამ ხალხს, გახსოვთ ალბათ, რომ ჯაშუშობა დააბრალეს. მერე ამ ხალხზე – ჩვენს უსაფრთხოებას რომ ყოველდღიურად იცავენ – მათზე ფიზიკური თავდასხმის განმახორციელებლებსა და ორგანიზატორებზე ამნისტია გამოაცხადეს. შემდეგ გუშინ უკვე დააყენეს ფაქტიურად 48 საათის განმავლობაში და ამ სამოქალაქო დაპირისპირებას აყურებინეს. ამიტომ, ახლა მადლობებს რომ იხდიან -მადლობებს კი არ უნდა იხდიდნენ – პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Leave a Reply