უკრაინაში მიმდინარე მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა ჯგუფი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში უკრაინელ, ამერიკელ, პოლონელ, ლატვიელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს. წვრთნების ფარგლებში მყვინთავები სხვადასხვა ჯგუფად არიან გაყოფილი და შავ ზღვაში ისეთი ამოცანების შესრულება უწევთ, როგორიცაა დანაღმვა, განაღმვა, ფსკერის დაზვერვა, მიზნის აღმოჩენა წყალქვეშა სონარის გამოყენებით, ნავსაყუდელის შემოწმება და წყალქვეშ ძებნითი მეთოდები.

საქართველოს თავდაცვის ძალები საერთაშორისო წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.

Leave a Reply