რუბრიკა 

თქვენი სათქმელი 

თამარ ქურდოვანიძე

ტრანსგენდერი ქალი

-გამოდით ეხლა ყველა ორგანიზატორი და გაემიჯნეთ იმ სიბინძურეს რაც ერთი ორი იმბეცილი თემის თუ არათემის წევრისგან ვრცელდება და გავრცელებულა ინტერნეტში, რასაც “გამოხატვის თავისუფლებას” ეძახით! დაგმეთ რელიგიის მიმართ გამოხატული ყველა შეურაწმყოფელი ვიდეობლოგი, მიმი თუ სხვა ქმედებები!

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, მათ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი იარაღი გაუნათლებელ ბრბოზე რელიგიური კუთხით მანიპულაციაა რაც ასე ძალიან კარგად გამოსდით! ერთი ბრიფინგი რა გახდა სადაც ისაუბრებთ იმაზე, რომ თემის წევრები რელიგიას არ ებრძვიან, ყველას და ყველაფერს დაარქვით თავის სახელი! პასუხისმგებლობა აღიეთ რიგით ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოებაზე  ვინმე აქტივისტი თუ სადმე რამეს აპროტესტებს ყველაფერი ტყდება ლგბტქ ადამიანზე რომელიც თავისთვის მიდის ქუჩაში ეს არარის ჯანსაღი მართვა სიტუაციის! არ იცით თქვენ საქმე არა!!! თქვენი ქმედებები არ გამომდინარეობს რიგითი გეის ან ლეზბის ან ტრანსის ინტერესებიდან!  შეწყვიტეთ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობა რომელიც ყველაზე მეტად იყენებდა ლგბტქ თემატიკას სათავისოდ და რომლის მმართველობის დროსაცჯოჯოხეთებს უწყობდნენ გეებს  ყველას პირადი ინტერესი ფეხებზე მკიდია მე! რიგითი თემის წევრები თუარ გადარდებთ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე თუარ იმოქმედებთ მაშინ გადადით სამოქალაქო აქტივიზმში, დაგვასვენეთ ჩვენც და ისინიც!

პირადად მე მოვაგვარებ მათთან დიალოგით დღეს არსებულ სიტუაციას! იმდენს მაინც შევძლებ რომ ბანდები უბან უბან და კორპუს კორპუს არ დასდევდნენ ლგბტქ ადამიანებს

Leave a Reply