დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის აცხადებს, რომ  ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე.

“ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

Leave a Reply