ანა ბუჩუკური

პარტია “საქართველოსთვის”

ამასობაში, უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ (!) დანიშნა ადამიანები, რომლებმაც საკომიტეტო მოსმენებზე გვითხრეს, რომ:
❌ სასამართლოში გავლენის ჯგუფები არ არსებობსო.
❌ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემაზე მწვავე შეფასებებს იძლევიან იმიტომ, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიანო.
❌ ამერიკის შეერთებული შტატები ჭორაობს, როდესაც საუბრობს სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზეო.
❌ სასამართლო 2012 წლამდეც სრულად თავისუფალი იყოო.
❌ 2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყოო.
❌ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომა არ არისო, მოსამართლის დაწინაურება გამჭვირვალედ ხდებაო.
❌ მოსამართლეებს პრობლემები არ აქვთ სისტემაშიო, ბოლომდე თავისუფლები არიანო.
❌ შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე რა წერია კონკრეტულად არ გვახსოვსო.
❌ და კიდევ ერთხელ, სასამართლოში არანაირი გავლენის ჯგუფები არ არსებობსო.

Leave a Reply