“რამდენიმე დღე დავაკვირდებით ეპიდვითარებას”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში.

„რთული გასარკვევი არ არის, რამ შეუწყო ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას. ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ქმედითი შეზღუდვების გარეშე დავრჩით, მათ შორის ფაქტორია ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა და თავყრილობები, რომელიც იმართება, ასევე მიტინგები და ა.შ.

ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური ბოლო დროს, ასევე სემინარები და კონფერენციები, თუმცა დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 1500 შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. უწყებათშორისი საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ვაქცინა, ნიღაბი და სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Leave a Reply